წესები & პირობები

Sector.ge არის ფეხსაცმლის ინტერნეტ მაღაზია, ჩვენ გთავაზბოთ სწრაფ მიწოდებას და ხარისხიან პროდუქციას!


განმარტება

შპს "ონლაინ შოპინგი" , შემდგომში გამოიყენება როგორც "Sector.ge"

Sector.ge -ზე რეგისტრირებული პირი, ან განვადებით პროდუქციის შემძენი პირი, შემდეგში გამოიყენება როგორც "მომხმარებელი"

 

კანონმდებლობა 

Sector.ge -ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა დარეგულაციების ქვეშ. 


საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებითსაიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთჩვენს საიტზე. 


საიტზე რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის გაკეთების დროს, თუ მონიშნავთ "წავიკითხე წესები & პირობები, ვეთანხმები და მისაღებია ჩემთვის" თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას რომ შემდგომში Sector.ge და მომხმარებელი, იმოქმედებთ საიტზე მოყვანილი წესების მიხედვით.


საკუთარ პროფილს შექმნის (რეგისტრაციის) პროცესში მითითებული ინფორმაციის, სიზუსტეზე პასუხსმგებელია მომხმარებელი და კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია Sector.ge -ის მიერ. 


საიტზე რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია, Sector.ge -ის მიერ გამოყენებული იყოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

 

პროდუქციის აღწერილობა 

Sector.ge მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. ჩვენთან განთავსებული ფეხსაცმელი არ არის ორიგინალი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის რეპლიკა (ორიგინალის ასლი) მოდელებს. ფეხსაცმელები ჩამოგვაქვს ყუთების გარეშე რათა თავიდან ავიცილოთ ფასის გაძვირება ყუთების მოცულობითი წონიდან გამომდინარე. ვცდილობთ რაც შეიძლება ზუსტად გადმოგცეთ მონაცემები ფერის და ზომების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თქვენი მონიტორის მიერ შესაძლო მცირე ცვლილებებს ფერთან დაკავშირებით. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტი სშესახებ ყველა ინფორმაციას

 

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოსეროვნულ ვალუტაში (ლარში). საიტზე მითითებული ფასები მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას. 

 

მიწოდება

Sector.ge უზრუნველყოფს თქვენი პროდუქციის მოწოდებას მისამართზე 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ წერტილში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა)


იმისთვის რომ მოხდეს ადგილზე მიტანა, მოხმარებელს სრულად უნდა ქონდეს დაფარული ფეხსაცმლის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხსაცმელი შეინახება Sector.ge -ს ოფისში/მაღაზიაში


Sector.ge -ს ოფისიდან პროდუქციის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ნაცვლად პროდუქციას გაიტანს სხვა პიროვნება, თან უნდა იქონიოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი


განვადებით სარგებლობა

განავდების განაცხადის შევსების დროს მითითებულ ყველა ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განვადების განაცხადის შევსების დროს მითითებული ინფორმაციით მომხმარებელს ექმნება იგივე მონაცემების ანგარიში sector.ge -ს სისტემაში. თქვენი ინფორმაცია იგზავნება თქვენს მიერ არჩეულ ბანკში განსახილველად დამტკიცების შემთხვევაში საჭიროა ფილიალში მისვლა და განავდების გააქტიურება. გაქტიურების შემდეგ იმოქმედებს მიწოდების სტანდარტული წესები



პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან განვადების გაუქმება

Sector.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაში, თუ:


1. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა გამოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში

2. მიღებული პროდუქტი ვიზუალურად არ ემთხვევა გამოწერილს

3. გამოწერის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა ჩამოსული პროდუქციის ზომებს (ზომების შედარება მოხდება ეტიკეტზე დაფიქსირებული ზომის მიხედვით)

4. პროდუქტი დაზიანებულია

 

* პროდუქციის გადაცვლა ან პრეტენზიის გამოთქმა ხდება, ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!


Sector.ge -ს ადმინისტრაცია

საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას Sector.ge -ს ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა წინამდებარე წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).